პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გამოცხადებული ბრძოლის შესახებ წერს
პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გამოცხადებული ბრძოლის შესახებ წერს. შალვა პაპუაშვილს მოჰყავს კონკრეტული ფაქტები. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბალტიის პოლიტიკური ელიტები საქართველოს ემეგობრებიან იმ შემთხვევაში, თუ მისივე სიტყვებით „ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ“. პაპუაშვილი წერს, რომ ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს.
