არჩევნების ე.წ გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
არჩევნების ე.წ გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. გენერალურმა პროკურატურამ ისფედისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა, რომლის გამოქვეყნებაზე ისფედიმ უარი განაცხადა და საზოგადოებას პივიტის შედეგები დაუმალა. ახლა, როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დოკუმენტაციას პროკურატურას მიაწვდიან. ქრონიკა დაუკავშირდა ისფედს, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ.
