შალვა პაპუაშვილის განცხადება
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გამოცხადებულ ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი კონკრეტული მიზეზების შესახებ წერს და მოჰყავს კონკრეტული ფაქტებიც. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბალტიის პოლიტიკური ელიტები საქართველოს ემეგობრებიან იმ შემთხვევაში, თუ, მისივე სიტყვებით, „ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ“. პაპუაშვილი წერს, რომ ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს.
