„სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“
„სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ - პროექტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. შეხვედრაზე მომდევნო ეტაპის დეტალებიც დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში ქართულ ენას, სხვადასხვა დონეზე დაეუფლა 233 სასულიერო პირი. პროექტი საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება.
