უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა
უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა. დოკუმენტს ხელს უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი მატვეი ბიდნი აწერს, რომლის ოჯახიც ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებაში დახმარების სკანდალში ამხილეს. უკრაინულმა პროკურატურამ მინისტრის სიმამრი აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის დააკავა, პატიმრობიდან ის მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივი პრესა ბიდნის პოლიტიკურ გავლენებზე წერდა.