მზია ამაღლობელის პროცესი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მზია ამაღლობელიც ესწრება. სასამართლო პროცესზე იმყოფებიან საქართველოში საფრანგეთის ელჩი და ასევე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები. მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ მოთხოვნას მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგ მცდელობად აფასებენ მმართველ გუნდში. „ხალხის ძალის“ ლიდერი კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და ამის დასტურად, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
