ლიეტუვის სანქციებს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება
ლიეტუვის სანქციებს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ლიეტუვის ელჩის პოსტს, სადაც დიპლომატი რუსული წარმოების კვების პროდუქტების ფოტოს აზიარებდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაშია გადაღებული. „ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ ამასობაში, ლიეტუვა რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე
