პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ გვირგვინით შეამკო უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი, მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის ტექნოპარკსა და ელექტროტექნიკის ქარხანაში იმყოფებოდა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ტექნოპარკის გენერალურმა დირექტორმა უმასპინძლა. ტექნოპარკი 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საწარმოო ობიექტების ორგანიზება იმპორტის ჩამნაცვლებელი სამრეწველო პროდუქციის, სამშენებლო მასალებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება, ასევე - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.