ჩინეთმა და კანადამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები დააწესეს
ჩინეთმა და კანადამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები დააწესეს. ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილებით, ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10 და 15 პროცენტიანი გადასახადები ამოქმედდება. ოტავაში კი განაცხადეს, რომ 155 მილიარდი დოლარი ოდენობის ამერიკულ პროდუქტზე 25 პროცენტიან ტარიფებს აამოქმედებენ. მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანადის და მექსიკის საქონელზე 25 პროცენტიანი, ხოლო ჩინურ პროდუქტზე დამატებით 10 პროცენტიანი გადასახადები დააწესა.
