დემოკრატები სამუდამო ომის პარტია არიან, რომლებიც ცდილობენ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას საბოტაჟი მოუწყონ
დემოკრატები სამუდამო ომის პარტია არიან, რომლებიც ცდილობენ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას საბოტაჟი მოუწყონ - განმარტავს ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი. დევიდ საქსის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეეძლო უკრაინის ომი პირველივე თვეს დაესრულებინა, თუმცა ომის გახანგრძლივება მოისურვა. საქსი ასევე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა არ სურს, რადგან ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
