ჯეი დი ვენსის განცხადებით, ევროპელი ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს
ჯეი დი ვენსის განცხადებით, ევროპელი ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი პოზიცია აქვთ მათ პირისპირ საუბრის დროს. ჯეი დი ვენსის განმარტებით, ერთადერთი გზა მშვიდობის და კეთილდღეობის დასაბრუნებლად ის არის, რის მიღწევასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს.
