უნგრეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას
უნგრეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. უნგრეთის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდებით ომის გახანგრძლივების ნაცვლად, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. უკრაინის საკითხს დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის ფართლებში განიხილავს. პიტერ სიიარტო ამერიკის სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოს შეხვდება.
