აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. პოსტზე ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე უწყებად ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას.
