პრემიერის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ტაშკენტის მერი დახვდნენ. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობების წევრთა მონაწილეობით, საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.
