დღეიდან ამერიკაში კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდება
დღეიდან ამერიკაში კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდება, ამის შესახებ, ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამერიკულ პროდუქციაზე ბაჟს აწესებენ. დონალდ ტრამპმა ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტისგან შტატებში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაც დააანონსა.
