ამერიკის არმიის ვიცე პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ტრამპის ხისტი კრიტიკა ზელენსკის მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ შტატებმა შეიტყო, მას ეთამაშებოდნენ
ამერიკის არმიის ვიცე პოლკოვნიკი, ტონი შაფერი მიიჩნევს, რომ პარასკევს, ოვალურ კაბინეტში ტრამპის ხისტი კრიტიკა ზელენსკის მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ შტატებმა შეიტყო, მას ეთამაშებოდნენ. ტელეკომპანია "ნიუს მაქსის" ტოქშოუში სამხედრო ჩინოსანი ამბობს, რომ უკრაინამ ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე , დიდ ბრიტანეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და და უსაფრთხოების გარანტიებზე, 100 წლიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც უკრაინულ მინერალებზე ბრიტანეთის წვდომასაც მოიცავს. შაფერი ბრიტანეთის მთავრობის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტს იმოწმებს, რომელიც 17 იანვრითაა დათარიღებული.
