ამერიკის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ უკრაინასთან ძვირფას წიაღისეულზე შეთანხმება საბოლოოდ ჩავარდა
ამერიკის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ უკრაინასთან ძვირფას წიაღისეულზე შეთანხმება საბოლოოდ ჩავარდა. ამ საკითხზე დონალდ ტრამპი განცხადებას კონგრესში გააკეთებს. თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინა მადლობელი უნდა იყოს იმისთვის, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს. მით უფრო რომ, სწორედ ის არის წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტებისგან განსხვავებით ის პრეზიდენტი, ვისი მმათველობის დროსაც რუსეთმა ვერაფერი მიიღო სანქციების გარდა. ტრამპმა ამ კონტექსტში 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია გაიხსენა.
