სანქციებს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება
სანქციებს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ლიეტუვის ელჩის პოსტს, სადაც დიპლომატი რუსული წარმოების კვების პროდუქტების ფოტოს აზიარებდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაშია გადაღებულია. „ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა.”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
