პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ მედიის შესახებ კანონპროექტს
პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ მედიის შესახებ კანონპროექტსაც. კანონპროექტი ორ ძირითად ნაწილს მოიცავს რაც მედიის უცხო ქვეყნიდან დაფინანსებას და ეთიკას ეხება. სახელისუფლებო გუნდის თქმით, კანონის მიზანია მოსახლეობა დეზინფორმაციისგან დაიცვას და კონკრეტულ დამფინანსებლებს უცხოეთიდან არ ჰქონდეთ შესაძლებლობა მედია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.
