პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის - გენდერის ამოღებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის - გენდერის ამოღებას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა გენდერული საბჭოების გაუქმებასაც. სესიაზე პირველი მოსმენით კანონპროექტი დღეს განიხილება.“გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება შეეცვლება და მას “ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა. ასევე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 14 სხვადასხვა კანონში ცვლილება შედის, რის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო მონაწილეობა აუცილებელი აღარ იქნება, ისინი პროცესში მონაწილეობას სურვილის შესაბამისად მიიღებენ.
