პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან. ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
