3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დღევანდელი დღის მილოცვით დაიწყო სხდომა პარლამენტში, მისალოცი ბარათები გაავრცელეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გმირი სამხედროების დედებს კი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. 3 მარტის დედის დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 34 წლის წინ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ მიიღო.
სიუჟეტის ავტორი: ხატია იობიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
