გაუმჭვირვალე ამერიკული NGO-ები
პოლიტიკასთან კავშირში 7 000 არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური დაფინანსებიდან, ყოველწლიურად, 300-ს მილიარდ დოლარს, ყოველგვარი გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გარეშე იღებს. მონაცემთა კვლევის რესპუბლიკური ორგანიზაციის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ არასამთავრობოთა გიგანტურ ქსელს ეკუთვნის 7 უმსხვილესი ორგანიზაცია, როგორიცაა usaid-ის და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ნედი, ენ-დი-აი და აი-არ-აი, რომლებიც დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამებით ინიღბებიან, რეალურად კი ჩრდილოვანი მთავრობის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენენ.