ჟენევის მოლაპარაკებები
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება განიხილება ჟენევაში. საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 63-ე რაუნდი ოფიციალურად ხვალ დაიწყება, დღეს კი თანათავმჯდომარეებთან ტექნიკური შეხვედრები გაიმართა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილიც. განსახილველ საკითხთა შორისაა ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და უკანონო დაკავებების ფაქტები.
