უცხოური ფულით მაუწყებლების დაფინანსება აიკრძალება
უცხოური ფულით მაუწყებლების დაფინანსება აიკრძალება. მედია რეგულაცია კი ბრიტანული მოდელით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებების ავტორები „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ არიან. სიახლე მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ახალ სტანდარტს, არასრულწლოვანთა დაცვის განსხვავებულ მექანიზმებს და კიდევ ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც, ინიციატორთა მოსაზრებით, არსებულ ვითარებას პოზიტიურად შეცვლის.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
