სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს
სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს. მოსახლეობას, რომელმაც საცხოვრებელი დაკარგა, ალტერნატივით უზრუნველყოფენ. შედეგებს სპეციალური კომისია დაითვლის. სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რჩება გარე სამყაროს მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. ცენტრალური გზები ყველგან გაიწმინდა. 2 000-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.
