ისრაელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა
ისრაელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ ჰაიფაში, მატარებლის სადგურზე მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გაჩერებაზე მყოფ მოქალაქეებს დაესხა თავს. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელის განეიტრალება ადგილზე მოხერხდა. როგორც ისრაელის მთავრობა აცხადებს, ღაზის სექტორთან დაკავშირებით მიღწეული ზავის შემდეგ ეს ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი მსგავსი თავდასხმა იყო.
