ილონ მასკი ამერიკული კინოაკადემიის ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკას აკრიტიკებს
ილონ მასკი ამერიკული კინოაკადემიის ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკას აკრიტიკებს. ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „იქსში“ აზიარებს ინფორმაციას, რომ ოსკარის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიებში ნომინაციები კვოტირების პრინციპს ეფუძნება. კერძოდ, კინოაკადემიის უმთავრეს ჯილდოზე ნომინირებისთვის აუცილებელია, რომ ფილმში მონაწილე მსახიობების 30 პროცენტი უმცირესობის წარმომადგენელი იყოს და თავად სცენარიც ითვალისწინებდეს ლგბტქ თემის წარმომადგენლებსა თუ რასობრივ უმცირესობებს. ილონ მასკის თქმით, ოსკარი საუკეთესო ფილმს უნდა გადაეცემოდეს, ყოველგვარი კვოტირების და შეზღუდვების გარეშე.
