ტაკერ კარლსონი უკრაინას ამერიკული იარაღის საერთაშორისო შავ ბაზარზე გაყიდვაში ადანაშაულებს
ტაკერ კარლსონი უკრაინას ამერიკული იარაღის საერთაშორისო შავ ბაზარზე გაყიდვაში ადანაშაულებს. ამერიკელი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი „იქსში“ წერს, რომ ეს კიევმა დასავლელი პატრონების ჩუმი მხარდაჭერით გააკეთა. ტაკერ კარლსონის თქმით, უკრაინელების მიერ შავ ბაზარზე გაყიდული ამერიკული იარაღი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა გასამხედროებული ჯგუფისა და დამნაშავის ხელშია, მათ შორის დაჯგუფება ჰამასის, მექსიკური ნარკო-კარტელებისა და სირიის ამჟამინდელი მმართველების.
