"ევროაქტივი" წერს, რომ ევროპა მზად არ არის ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგია შეიმუშაოს
ევროაქტივი წერს, რომ ევროპა მზად არ არის ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგია შეიმუშაოს. ლონდონში, ევროპელი ლიდერების სამიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ვაშინგტონისგან დამოუკიდებლად უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით ვერ უზრუნველყოფენ. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა კერძო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდეს.
