დიდთოვლობის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 70-მდე საცხოვრებელი და სხვადასხვა შენობა-ნაგებობაა დაზიანებული
დიდთოვლობის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 70-მდე საცხოვრებელი და სხვადასხვა შენობა-ნაგებობაა დაზიანებული. უხვმა ნალექმა ძირითადად სახლის სახურავები ჩამოანგრია. მერის ინფორმაციით, მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლების რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნებოდა. პრემიერის ინიციატივით კი ყველა მათგანის აღდგენა დროულად გახდება შესაძლებელი.
