ესტონეთმა 55 ქართველ პროკურორს, პოლიციელს, მოსამართლეს, პარლამენტის წევრს და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ესტონეთმა 55 ქართველ პროკურორს, პოლიციელს, მოსამართლეს, პარლამენტის წევრს და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა ლატვიამაც. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ იქსში წერს. 74 ქართველი თანამდებობის პირის ლიეტუვაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო ლიეტუვამაც.
