მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, 14 ძირითად ცვლილებას მოიცავს. კანონპროექტის მიზანია ისეთი მედიაგარემოს შექმნა, რომელიც დაიცავს, ერთი მხრივ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მოქალაქის უფლებებს. მაუწყებელი ვალდებული იქნება არ დაუშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელება, იზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია გაფრთხილება, ჯარიმა და ლიცენზიის შეჩერება.
