ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სამომავლო გეგმები ერთმანეთისგან განსხვავდება
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სამომავლო გეგმები ერთმანეთისგან განსხვავდება. ტულსი გაბარდი განმარტავს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სურვილია სისხლისღვრა და ომი დაუყოვნებლივ დასრულდეს, ზელენსკის კი გამარჯვება სურს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მესამე მსოფლიო ომს ან ბირთვულ კონფლიქტს გამოიწვევს. ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, კიევი ასევე აცდენილია ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს.
