გურიაში, სტიქიის ზონაში სამუშაო დასკვნით ეტაპზეა
გურიაში, სტიქიის ზონაში სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიური რეჟიმით მუშაობს. სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მინი შტაბებიც, სადაც მოსახლეობა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებს. ამ დროისათვის შუქის გარეშე 50 აბონენტი რჩება. სრულად აღდგენილია წყალმომარაგება.
