პრემიერის ინიციატივა
სტიქიით დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, მთავრობა ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს - გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო კი ახლავე დაიწყება და მოკლე ვადებში დასრულდება.
