ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 97-ე დაჯილდოება დასრულდა
ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 97-ე დაჯილდოება დასრულდა. ღონისძიების ტრიუმფატორი შონ ბეიკერის ფილმი "ანორა" გახდა. ყველაზე მეტი, ხუთი ოსკარის ჯილდო სწორედ "ანორამ" მიიღო. მათ შორის საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში. მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გამარჯვებული ედრიუ ბროუდი გახდა ფილმში - "ბრუტალისტი" შესრულებული როლისთვის. ფილმში "ანორა" ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებლისთვის „ოსკარი“ მსახიობ მაიკი მედისონს გადაეცა.
