უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში გამართულ ლიდერთა სამიტს ეხმიანება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში გამართულ ლიდერთა სამიტს ეხმიანება. „ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გადაწყვიტეს, რომ, მშვიდობის ნაცვლად, ომის გაგრძელება სურთ. მათ სურთ, რომ უკრაინამ გააგრძელოს ომი. ეს არის ცუდი, საშიში და მცდარი. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
