საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან
საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან. ემანუელ მაკრონის განმარტებით, ინიციატივა გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას ჰაერში, ზღვასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე თქმით, ეს იქნება პირველი ეტაპი, სამშვიდობო ძალებს კი უკრაინაში მოგვიანებით განალაგებენ.