დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლონდონის უსაფრთხოების სამიტზე ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლონდონის უსაფრთხოების სამიტზე ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე შეთანხმდნენ. კირ სტარმერის თქმით, უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ეკონომიკური წნეხი; სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში კი უნდა მიიღონ ზომები მომავალში რუსეთის შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად; ასევე, უნდა შეიქმნას „უკრაინის დაცვის მსურველთა“ კოალიცია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს.
