„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა. ცვლილებების მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური საკითხების თანაბრად გათვალისწინება, სახეობათა პოპულაციების კონტროლი და სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.