ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2007 წელს გააუქმა
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც. ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2007 წელს გააუქმა. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ქვეყანას, რომელშიც სამშობლოს ღალატი მართლზომიერ ქმედებად მიიჩნევა, მომავალი არ აქვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში, არსებობდეს სამშობლოს ღალატის კრიმინალიზაციის დამდგენი ჩანაწერი.
