პარლამენტის თავმჯდომარე "იმედის კვირის" სიუჟეტს სოციალურ ქსელში აზიარებს და კიდევ ერთხელ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წერს
არშემდგარი ომის, არ დაღუპული ხალხის და არ დანგრეული ქვეყნის ისტორია- პარლამენტის თავმჯდომარე "იმედის კვირის" სიუჟეტს სოციალურ ქსელში აზიარებს და კიდევ ერთხელ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამი წლის წინ უცხოელებმა, ენ ჯეოებმა, ოპოზიციამ ქართველი ხალხი გაწირეს, ხელისუფლებამ კი ქვეყანა გადაარჩინა.
