გორის სპორტის სასახლეში სპორტულ კარატეში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
გორის სპორტის სასახლეში დასრულდა სპორტულ კარატეში საქართველოს ჩემპიონატი. ტურნირში 12-დან 18 წლამდე, 400-ზე მეტი მამაკაცი და ქალი კარატისტი მონაწილეობდა. გუშინდელი სატურნირო დღე უფროსებს შორის ასპარეზობას დაეთმო, დღეს კი ჩემპიონატის პრიზიორები უმცროს კარატისტებს შორის გამოვლინდნენ.
