რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი NATO-ს დატოვების მოწოდებით გამოვიდა
რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი NATO-ს დატოვების მოწოდებით გამოვიდა. „ევროპას არ ვუყვარვართ. დავტოვოთ NATO“, - წერს ის სოციალურ ქსელ X-ში. სენატორი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნორვეგიულმა კომპანია „ჰალტ ბაკ ბუნკერსმა“ ამერიკის საზღვაო ძალების გემებისთვის საწვავის მიწოდება შეწყვიტა.
