შალვა პაპუაშვილის სამძიმარი
„საქართველოს სამეფო სახლს ვუსამძიმრებ მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს“,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა.
