საქართველო VS რუმინეთი
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს. ავჭალის სტადიონზე ბორჯღალოსნების მეტოქე რუმინეთის გუნდი იქნება. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი რამდენიმე წუთში, 15:00 საათზე დაიწყება.