ვიქტორ ორბანი: ცნობილ სელებრიტებს ფულს უხდიდნენ იმისთვის, რომ უკრაინაში ჩასულიყვნენ
„ცნობილ სელებრიტებს ფულს უხდიდნენ იმისთვის, რომ უკრაინაში ჩასულიყვნენ“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, მილიონობით დოლარითა და ევროთი ფინანსდებოდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პროუკრაინულ ნარატივებს ავრცელებდნენ.
