უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს და უარი თქვას მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა.
