ევროპის სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ევროპის სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს, მესტიაში პრეს ტურის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის ფესტივალსაც დაესწრნენ.
